თელავის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვანთაში მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ვანთის ხიდთან მოხდა. 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფელარულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით მომხდარს წინ პირადი კონფლიქტი უძღოდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები