ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოთარ აბესაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა უცვლელი დარჩა.
მოსამართლე მიიჩნევს, რომ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე კვლავ ძალაშია.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა და ამის შესახებ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატი ირმა ჭკადუა 50 ათასლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა ბრალდების მხარის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულმა მოწმეებზე გავლენა იქონიოს.
დღევანდელ სხდომაზე ოთარ აბესაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, 12 ივლისს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები