გურიაში მამაკაცმა ყოფილი ცოლის ნათესავები და ბავშვი დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ გურიაში, ოზურგეთში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, ოზურგეთში, სერის დასახლებაში მამაკაცი ყოფილ ცოლს სახლში შეეჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით მისი ნათესავები დაჭრა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია.
დაშავებულები ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მომდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: “მხარე”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები