სარფში საქართველოს მოქალაქე არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტზე დააჯარიმეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სარფში, საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 160.96 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2,173.21 გრამი) საიუვილერო ნაკეთობები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 8816,07 ლარი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 2649,47 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 11465,54 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები