„რია ნოვოსტის“ ცნობით, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.რ
უსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებული პირი საზღვრის გადაკვეთას ყალბი საბუთებით ცდილობდა.
მედიის ცნობით, სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები