ზურაბ ნეფარიძეს და ანა მენთეშაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა


ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს და მისი ბიუროს თანამშრომელს, ანა მენთეშაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა სასამართლოს ნეფარიძის შემთხვევაში, 5000 ლარის გირაოს შუამდგომლობით მიმართა, ანა მენთეშაშვილის შემთხვევაში კი შუამდგომლობა დააყენა, რომ პატიმრობაში არ დაეტოვებინა. წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

საკრებულოს წევრს ბრალად ქრთამის აღება ედება. ანტიკორუფციულმა სააგენტომ ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი 25 აგვისტოს დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები