ქურდობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი პირი დაკავებულია

მიმდინარე წლის 24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს “საქართველოს ბანკის” ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი თ.შ. დაკავებულია. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ აღნიშნული დანაშაულისთვის ერთი პირი მ.წ. 2017 წლის 17 აგვისტოს დააკავეს, ხოლო თანამზრახველზე თ.შ.-ზე გამოცხადებული იყო ძებნა.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ძებნილი პირი – თ.შ. საზღვრისპირა ერთ-ერთ სოფელში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს, 19 აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა – პატიმრობა.
მოპოვებული მტკიცებულებებისა და საქმეზე გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის შემდეგ, დაკავებულებს აღნიშნული დანაშაულისათვის 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები