სუსი: ნიკა გვარამია დაკითხვაზე არ არის დაბარებული

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად დაიბარეს, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს ნიკა გვარამიას დაკითხვა არ მოხდება. „ნიკა გვარამია დაკითხვაზე არ არის დაბარებული. ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და დეტალებს ადგილზე გავაცნობთ პროცედურის მიხედვით. ნიკა გვარამია საქმეს გაეცნობა კონტრდაზვერვის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში“, – აცხადებენ სუს – ში. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ იგი მოდულის შენობაში 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაიბარეს.
,,ოჯახთან ერთად რაჭიდან ბათუმის გზას ის -ის იყო უნდა დავდგომოდი, მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად (ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერი). ხვალ, სამზე, მოდულში”, – წევრს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები