შსს-ს ინფორმაციით რკინიგზის დეპარტამენტთან აქციაზე 10 პირია დაკავებული

 

აქციის 10 მონაწილე რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციასთან ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.-ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე დღეს ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შეჭრა სცადეს.

აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები