სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: ,,სადახლო-საავტომობილო” და „ქუთაისის აეროპორტი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, 22 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 121.78 გრამი) საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო” აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,217.64 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 7,217.64 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 79.7 გრამი) გამოვლინდა 24 აგვისტოს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,205 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11,205 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები