ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
როგორც ”კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული საწარმოს მეშვეობით, 20 000 ლარის სანაცვლოდ, 196 690 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერეს.
გაყალბებული დოკუმენტის მიხედვით, ჩასათვლელმა დამატებული ღირებულების გადასახადმა 30 003 ლარი შეადგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის II ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები