მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატი დავით ცინცქილაძე სააპელაციო სასამართლოს,სავარაუდოდ, დღეს მიმართავს.
ის მიხეილ იაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს.
„ვგეგმავთ განჩინების ჩაბარებისთანავე გავასაჩივროთ იგი. ვფიქრობთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მიხეილ იაშვილს გაათავისუფლებს პატიმრობიდან,“-განაცხადა ადვოკატმა.
თბილისში, მთაწმინდაზე, მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ცნობით, 47 წლის მამაკაცს მოტოციკლით მოძრავმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები