თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნეს (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს “საქართველოს ბანკის” ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნეს.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შემთხვევა 2017 წლის 24 მაისს მოხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი მ.წ. დაკავებულია, ხოლო კიდევ ერთ თანამზრახველზე თ.შ-ზე გამოცხადებულია ძებნა.
მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა – პატიმრობა.
ამჟამად ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმალვაში მყოფი ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების და დანაშაულში მხილებული სხვა პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები