ბათუმში 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ბათუმში 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟის ბრიგადა იმყოფებოდა.
დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც სასწრაფო დახმარების ექიმებმა განაცხადეს, ბავშვს დაჟეჟილობები აღენიშნება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.