სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული შეუძლოდ გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროცესი დროებით შეჩერდა. ამის მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
სხდომის დაწყებისას ბრალდებულმა მიხეილ იაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო. სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე მივიდა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ საუბარი უჭირს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი დაგვიანებით დაიწყო და ამის მიზეზი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. როგორც მიხეილ იაშვილის დედამ და მეუღლემ განაცხადეს, ბრალდებული არის შშმ პირი, ამასთან, მან, დაკავების შემდეგ, დაიწყო შიმშილობა, რის შედეგადაც რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები