„ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიება დაიწყო – მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ჯემ ფესტთან“ დაკავშირებულ საკითხზე გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა – ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, შპს „არტ პლატფორმას“ (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე, საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები