ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრიდან 19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი ამოიღეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალდაბაში, მდინარე მტკვარზე, ჩამკეტი კაშხლის მონაკვეთზე, წყალში ჩაგებული 19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი, ე.წ. “ხის ფაცერი” ამოიღეს.
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თევზსაჭერ ხაფანგებში გაბმული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის თევზი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეში დააბრუნეს. ამოღებული, თევზჭერის აკრძალული იარაღები დაილუქა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები