თბილისში “ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს 

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ”ნიკორას” მაღაზია გამთენიისას დააყაჩაღეს. უცნობია, რა თანხა წაიღეს მაღაზიიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ”ნიკორას” სავაჭრო ობიექტში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. თავდასხმის დროს ობიექტის პერსონალი არ დაზარალებულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები