მთაწმინდაზე მამაკაცი მოკლეს
თბილისში, მთაწმინდაზე, რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხით მიმავალ მამაკაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად მამაკაცს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.
როგორც “კვირას” თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაზარალებული, რომელსაც მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა, “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.
მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.