ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 44 წლის მამაკაცი, ზ.გ დაკავებულია.
მამაკაცმა სახლში მისული სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა 14 აგვისტოს მოხდა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.