ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია დასრულებულია
კიდევ ერთი დაკავებული ქვემო ფონიჭალაში. სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამართალდამცავებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა – გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც შსს-ში “კვირას“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.