მამაკაცს, რომელმაც მეუღლე ელექტროსადენის გამოყენებით მოკლა, 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულის გიორგი ჯ.-ს და მას სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, საქმე ეხება, 2017 წლის 23 აპრილს ქ. თბილისში, გლდანის მე-4 მ/რნ-ში ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტს, რა დროსაც ბრალდებულმა ცოლს ელექტრო-სადენის ყელზე შემოჭერით სიცოცხლე მოუსპო.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
ასევე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები