ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს, მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ადგილზე თათბირით მიიღო. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.
სასამართლოზე თავად ბრალდებულებმა განმარტეს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ.
როგორც მახირ ჯაფაროვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ნარკოტიკი მისი სახლიდან არ ამოუღიათ. გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, უკანონო საქმიანობას არ ეკარებოდა.
რაც შეეხება შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას, დაცვის მხარე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბრალდებულებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები