ოზურგეთელმა მამაკაცმა სტუმარი მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მკვლელობა მოხდა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
დანაშაული გამთენიისას მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები