არსებული ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

წინასწარი ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი მოქალაქე, ძმები ჯაფაროვები დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მოხდა. 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ თუ რამდენი პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები