ქუთაისში სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელს სცემეს

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ობიექტის კერძო დაცვის თანამშრომელს სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელი რამდენიმე ახალგაზრდამ სცემა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები