პროკურორი: გიორგი მამალაძე ცნობილი იქნება დამნაშავედ

„დარწმუნებული ვართ, რომ დავარწმუნეთ მოსამართლე გიორგი მამალაძის ბრალეულობაში და ვარწმუნებთ საზოგადოებასაც, რომ აუცილებლად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, – ამის შესახებ პრკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა პროკურატურის დასკვნითი სიტყვით გაიხსნა.
ორივე მხარის მოწმეების გამოკითხვა უკვე დასრულებულია.
“გამოვიკვლიეთ უტყუარი მტკიცებულებები, დავკითხეთ 100-ზე მეტი მოწმე, გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, დავკითხეთ ექსპერტები, ასევე აღდგა ექსპერტიზის შედეგად აუდიო ვიდეოჩანაწერები და სხვადასხვა სახის დოკუმენტები. ეს გახლავთ უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დავარწმუნეთ მოსამართლე გიორგი მამალაძის ბრალეულობაში და ვარწმუნებთ საზოგადოებასაც, რომ აუცილებლად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგი მამალაძე ცნობილი იქნება დამნაშავედ, როგორც ანგარებით მკვლელობის მომზადებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში“, – განაცხადა პროკურორმა.
თავის მხრივ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება.
„ვერც ე.წ. ოქროს მოწმით, ვერც ე.წ. დაზარალებულის და ვერც სხვა მოწმეების ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ დანაშაული მზადდებოდა. ეს იყო პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა მამა გიორგის წინააღმდეგ”, – განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები