თბილისში უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოვლინდა 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ზაჰესის დასახლების მიმდებარედ, მოქალაქე აკრძალული იარაღით – ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. მას მოპოვებული ჰქონდა 23კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.

ამოღებული და დალუქულია რეზინის გასაბერი ნავი, სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები