სამცხე-ჯავახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

სამცხე-ჯავახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქთან, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. მსუბუქის ავტომობილის მძღოლი – 34 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. რაც შეეხება სატვირთოს მძღოლს, მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები