შსს: პირველადი მონაცემებით, ბათუმში გარდაცვლილ ახალგაზრდებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებათ
პირველადი მონაცემებით, ბათუმში გარდაცვლილ ახალგაზრდებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებათ, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ორივე გარდაცვლილი სრულწლოვანი იყო.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი დღეს იპოვეს.
ისინი ბათუმში, თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.