არსებული ინფორმაციით, ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს ყელი აქვს გამოჭრილი

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება.
ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი გიორგი ხ.-ა მომღერალი იყო, ხოლო მისი მეგობარი ზვიო ს. პროფესიით მოდელი.
მშობლები 4 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მათთან დაკავშირებას. რის შემდეგაც ბათუმში თავადვე ჩავიდნენ. სახლი, რომელიც მათ ნაქირავები ჰქონდათ, მშობლებს დაკეტილი დახვდათ. კარები ძალის გამოყენებით გატეხეს, შიგნით შესულებმა კი ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები