პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ძებნილი პირი უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1980 წლის 28 იანვარს დაბადებული კ.კ.
უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით. კ.კ. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრისა და 18 მარტის განაჩენთა აღსრულების მიზნით. 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
2014 წლის 18 მარტის განაჩენით, კ.კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. ამავე განაჩენით, კ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები