ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონი ემსხვერპლა

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის ქალბატონი ემსხვერპლა. მას მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქუჩას გვიდა. ქალბატონი ქუთაისის “სპეციალური სერვისების” თანამშრომელი იყო. ის მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. როგორც ,,სპეციალური სერვისების“ დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანაძე აცხადებს, გარდაცვლილი ქალბატონი სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები