ხელვაჩაურში მამაკაცი მოკლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები