სამართალდამცავებმა გიორგი ონიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა რუსთავში გიორგი ონიანი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი ონიანი ძებნილი იყო სსკ-ის 381 -ე მუხლით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ძებნილი გიორგი ონიანის დაკავება გუშინ რუსთავში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ონიანი “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორია.
„სასამართლოზე არ გამოცხადების გამოა დაკავებული გიორგი ონიანი! საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება! არ იყო ინფორმირებული, რომ სასამართლო ჰქონდა და იძულების მეთოდით მიჰყავთ სასამართლომდე! ყველა ფაქტი იმას მეტყველებს, რომ შეგნებულად არ შეატყობინეს“, – წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები