შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ „მდმა“-ს შეიცავს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბოლო 4 დღის განმავლობაში, განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები