გიორგი მამალაძის ემოციური მდგომარეობის გამო, სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარე სასამართლო პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული გიორგი მამალაძის ემოციური მდგომარეობის გამო. „დეკანოზი აძლევს დეტალურ და ამომწურავ ჩვენებას, მის მიერ გაჟღერდა არაერთი ინფორმაცია, მოჰყვა როგორ მოხდა მისი გატაცება. მისი ჩვენება ეფუძნება რეალურ არგუმენტაციას. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხორციელდებოდა მისი დაკავებიდან და ამ ყველაფერზე საუბრობს, მათ შორის როგორ მოხდა ბარგის გახსნა. არ აძლევდნენ ადვოკატთან დარეკვის უფლებას. მან დაადასტურა, რომ მზად არის 5-დან ამოიცნოს ის 4 ადამიანი, რომლებმაც გაიტაცეს. დეკანოზმა თქვა, რომ ორი გამომძიებელი, რომელიც ოქმში იყო დაფიქსირებული და რომლებმაც ჩვენება მისცეს, თითქოს დაკავებაში მონაწილეობდნენ, საერთოდ არ მონაწილეობდნენ ამ დაკავებაში. მოტაცება სხვა ადამიანებმა განახორციელეს და ოქმში გაფორმებულები არიან სხვა ადამიანები”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები