ქართველი “კანონიერი ქურდი” საპატიმროს 18 წლით ადრე დატოვებს

თათრეთის რესპუბლიკის სასამართლომ ქართველი “კანონიერი ქურდის” გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 65 წლის კრიმინალური ავტორიტეტის, რეზო ბუხნიკაშვილის გათავისუფლების საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
ბუხნიკაშვილს 2015 წელს სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ისეთ მძიმე დანაშაულებზე როგორიცაა: ყაჩაღობა, ძარცვა, იარაღის უკანონო ტარება.
65 წლის “კანონიერი ქურდი” 2013 წელს მაშინ დააკავეს, როცა ის ბინას ძარცვავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევის ადგილზე, მისულ პოლიციელებს ბუხნიკაშვილმა თანამზრახველთან ერთად ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც სამართალდამცავები დაშავდნენ.
ბუხნიკაშვილს საპატიმრო დაწერებულება 2035 წელს უნდა დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები