ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება.
ირაკლი ფირცხალავას საპატიმროდან სასამართლოში დღეს, 16.00 საათზე მიიყვანენ.
ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა საქმის პროპკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ახალი მტკიცებულების დართვა მოითხოვა. საუბარია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას საჯარო განცხადების შემდეგ დაწყებულ გამოძიების დასკვნაზე. საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე არც ახლა და არც არასოდეს ყოფილა ფარული თანამშრომელი.
მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სუს-იდან გამოთხოვილი დოკუმენტი საქმეს დაურთო.
ცნობისათვის, ირაკლი ფირცხალავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დეკანოზის საქმის პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს.
ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები