მილანში, ბინების გაქურდვაში ბრალდებული 18 ქართველი დააკავეს

იტალიაში, მილანში, სპეცოპერაციის შედეგად, სულ 61 პირი დააკავეს, მათ შორის 18 ქართველი იყო. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები ბინებიდან სხვადასხვა ძვირფას ნივთებს იპარავდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ დაკავებული ბანდის ყველა წევრი ქართველი იყო, თუმცა მათ იტალიელი, 44 წლის დინო გავაძენი ხელმძღვანელობდა.
გავაძენი სათამაშო აპარატების კლუბის მფლობელია, სადაც მან, სამართალდამცავების ინფორმაციით,  ქართველები გაიცნო.
პოლიციაში აცხადებენ, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ოსტატურად მოქმედებდნენ და მათი დაკავება ადვილი არ ყოფილა.
მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედების დაკავება ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი მობილური ტელეფონის საშუალებით მოხერხდა.
ისინი ერთ-ერთ სახლში ძარცვის დროს დააკავეს. სახლში იმყოფებოდა მოახლე, რომელიც დამნაშავეებს გაკოჭილი ჰყავდათ. პოლიციამ ამოიღო მოპარული ძვირფასეულობის ნაწილიც.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოში ქართველების დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციიდან არ შესულა.


 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები