პროკურორი: მოწმე ტარას შავშიშვილი ბრალდებულის მეგობარია და არ არის გულწრფელი

„მოწმე ტარას შავშიშვილი ბრალდებულის უახლოესი მეგობარია და არ არის გულწრფელი, არ მოგვახსენა დეტალურად, თუ რა ნივთიერებები გადასცა დეკანოზს, როცა კონსპირაციულ ვითარებაში შეხვდა”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ მოწმე შავშიშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
“მხოლოდ ის განაცხადა შავშიშვილმა, რომ დეკანოზს გადასცა ღვინო და ბარათი. სხვა დეტალებზე არ საუბრობს მოწმე. ფაქტია, რომ კონსპირაციულად შეხვდნენ ერთმანეთს ღამის 12 საათზე. თუ რა ეჭვები გვაქვს, ვინ მიაწოდა ციანიდი დეკანოზს, ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ. ტარას შავშიშვილი ბრალდებულის უახლოესი მეგობარია – ისინი ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა სტრატეგიებს, პიარკამპანიებს, მათ შორის, სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას. შესაბამისად, ის არის დაინტერესებული პირი. სასამართლოს სხდომაზე არ დამალა და თქვა, რომ მას გული შესტკივა გიორგი მამალაძეზე და სურს, რომ ის გამართლდეს. შესაბამისად, შავშიშვილი აკეთებდა ბრალდებულისთვის სასარგებლო ინფორმაციის ტირაჟირებას და ასეთმა მოწმემაც კი ვერ დამალა ის ფაქტი, რომ დეკანოზს და შორენა თეთრუაშვილს ჰქონდათ არასახარბიელო ურთიერთობა, იყვნენ დაპირისპირებულები. მოწმე ამბობდა, რომ თეთრუაშვილი რადგანაც ერეოდა ქონების საკითხებში, ამიტომაც იყო მათ შორის ურთიერთობა დაძაბული. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ ტარას შავშიშვილი დაინტერესებული იყო სხვადასხვა სტატიის გამოქვეყნებით, მათ შორის, “სნოს” წყლის შესახებ სტატია მის მიერ არის მომზადებული, მან გადასცა ჟურნალისტს, თუმცა ამასთან დაკავშირებით, პროცესზე შავშიშვილმა იცრუა”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები