შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მ.მ. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 40 ნატეხი და ამავე ნარკოტიკული საშუალების ფხვიერი მასა ამოიღეს, საერთო წონით – 17,69 გრამი.
შს სამინისტროს ნარკოლოგიური შემოწმებით, მ.მ.-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები