თიანეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თიანეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი შელაპარაკება გახდა. მამაკაცი ნათესავებთან იმყოფებოდა სტუმრად.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა ცნობილია, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ფაქტზე გამოძიება ორი, იარაღის უკანონო ტარებისა და განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები