შალვა ხუციშვილი პარლამენტს მოუწოდებს, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განახორციელოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი თვლის, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება კარგ შედეგს გამოიღებს. როგორც ხუციშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, არასრულწლოვნებში ისეთი დანაშაულები ხდება, როგორიც არის სკოლაში ტელეფონის ან რაიმე სხვა თანამედროვე ტექნიკის წართმევა.
” არასრულწლოვანთა დანაშაულის და ზოგადად, ბავშვებში კრიმინალურ ქცევებთან დაკავშირებით, ჩვენ კვლევას ვახორციელებთ. მოგეხსენებათ, არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი. არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნების მხრიდან, რომლებმაც იციან, რომ მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, ადგილი აქვს გარკვეული დანაშაულის ჩადენას. მაგალითად, იგივე სკოლებში, ტელეფონის წართმევასა და დაჩაგვრაზე არის საუბარი. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით, არის პრობლემები, თუმცა ჩვენი კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია და არცთუ ისე დიდი მოქნილობა გვაქვს პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის. ძირითადად, საუბარი არის მხოლოდ საინფორმაციო პრევენციულ ახსნა-განმარტებით სამუშაოზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ეფექტი არ აქვს. კარგი იქნება, შემდგომში, პარლამენტის ფარგლებში, პარლამენტმა აიღოს ინიციატივა და ერთობლივად იმუშაოს იმ პრობლემაზე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის ქვემოთ არასრულწლოვნების მიმართ უფრო მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იყოს”, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები