მოწმე: მამა გიორგი არის უსამართლო პატიმარი, სრულიად უცოდველი და უდანაშაულო კი არავინ ვართ “

“ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი არის უსამართლო პატიმარი, სრულიად უცოდველი და უდანაშაულო კი არავინ ვართ”, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლის წინაშე მამა პეტრე ცაავა მოწმის სახით დაიკითხა.
„ერთი საინტერესო ადამიანი, რომელსაც საპატიმროში ვნახულობდი და მოვიკითხავდი, ბიზნესმენი, რომელიც რაღაც ცრუ ბრალდებით იყო, ამბობდა, რა თქმა უნდა, მეუფე, არ ვარ მე უდანაშაულო, უცოდველი, როგორც თითოეული ჩვენგანი, მაგრამ ვარ უსამართლო პატიმარიო. აი, მამა გიორგიც მიმაჩნია, რომ არის უსამართლო პატიმარი და სრულიად უცოდველი და უდანაშაულო არავინ არ ვართ, მათ შორის, არ არის არც მამა გიორგი. მე ვერ წარმომიდგენია სასულიერო პირი, რომლის გონებაში დაიბადა აზრი ვიღაცის ლიკვიდაციის. ეს არის ყოვლად შეუძლებელი, გამორიცხული, აბსურდი. ბოლო სიტყვას ამბობს უფალი და ეს სიტყვა იქნება წარმოთქმული სამსჯავროს დროს“, – აცხადებს მეუფე პეტრე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები