ირაკლი შოთაძე სააკაშვილზე: კონსტიტუციით, უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება

„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში და მივიღეთ უარი. თუმცა, შემაფერხებელი გარემოებაა მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში და რაზეც მივიღეთ უარი. ეს მოთხოვნა გაგზავნილია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან – უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან საკმაოდ აქტიურად, თუმცა დღესდღეობით, შემაფერხებელი გარემოება მისი ექსტრადირებისა საქართველოში, სამართლებრივად, არის მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მიმართვა კვლავ გაგზავნილია ექსტრადირების მოთხოვნაზე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ, თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს.
მოგვიანებით კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაარკვია, რომ ”უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი გასცა და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები