19 წლის მამიდაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ რობერტ ახალაიას ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რობერტ ახალაიას ბრალი წარუდგინა – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ანა ხელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხის შესახებ საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.
ცნობისათვის, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს რობერტ ახალაიას სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.
ადვოკატის ინფორმაციით, რობერტ ახალაია დუმილის უფლებას იყენებს და ამ ეტაპზე, არაფერზე საუბრობს.

სამართალდამცველებმა უზნაძის ქუჩაზე, N 117-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 19 წლის ანა ხელაძე ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე, გარდაცვლილის ბიძაშვილი, 22 წლის რობერტ ახალაია დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები