ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, თანატოლი კი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, თანატოლი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოზარდ გოგონას ველოსიპედით გადაადგილების დროს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცოხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო 1-ლი ნაწილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლს ადგილი არ დაუტოვებია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები