მახინჯაურში 2 მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს – სავარაუდოდ, ისინი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალნენ

მახინჯაურში სამართალდამცავებმა 2 მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. „კვირას“ ინფორმაციით, ნაპოვნია  2 შუახნის მამაკაცის ცხედარი. პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

მომხდარი ფაქტი„კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 “კვირას” ინფორმაციითვე, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო ნახმარი შპრიცები. სავარაუდოდ, მამაკაცები ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები