სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის გამოტანილ განაჩენზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის გამოტანილ განაჩენზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ბ.ნ. დამნაშავედ სცნო”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები